ექსკლუზივი

ხობში გახარიას პარტია საქართველოსთვის წევრმა და აგიტატორმა დატოვა

ყოფილი პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის რღვევა სამეგრელოში გრძელდება, პარტია „საქართველოსთვის“ ამჯერად ხობში პარტიის წევრმა და აგიტატორმა შორენა თოდუამ დატოვა. ის გახარიას პარტიას ენმ-სთანა ალიანსში ადანაშაულებს, აცხადებს რომ მისი მთავარი მიზანი დესტაბილიზაციის შექმნაა:

„მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია საქართველოსთვის, რადგანაც არ მომწონს ძალა, რომელიც აპელირებულია ყოფილ  ხელისუფლებასთან, ამათი მიზანი არის სიტუაციის არევა და არა არჩევნები, მათი მიზანია არა ადგილობრივების პრობლემების მოგვარება და ზრუნვა ხალხზე.მას შემდეგ, რაც ეს დავალებები წამოვიდა, ეს ცხადი გახდა, მე მათთან კავშირი გავწყვიტე და დღესვე დავტოვე პარტია ,,საქართველოსთვის“ – წერს ფეიბუქის გვერდზე შორენა თოდუა.

გუშინ გახარიას პარტია საქართველოსთვის  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  ჭალე-მუჟავას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლალი შამუგიამ დატოვა. მანამდე კი ჩხოროწყუ, წალენჯიხა, მარტვილი, აბაშის მაჟორიტარი დეპუტატის, ალექსანდრე მოწერელიას ბიუროს თანამშრომელმა ფრიდონ ლათათიამ, გოგა თოლორდავამ და სალომე პაპავამ გიორგი გახარიას გუნდი დატოვეს და „ქართული ოცნებას“ შეუერთდნენ.

Related posts

ჩხოროწყუში ახალგაზრდა მამაკაცს ხელყუმბარა აუფეთქდა და კიდურები დაუზიანდა

რედაქტორი

ექსკლუზივი: მორიგი სპეცოპერაცია ზუგდიდში – დაკავებულია ბადრი ფიფია

რედაქტორი

გია გულორდავა – სახსრების ტკივილი დამეწყო და საცხოვრებლად აღმოსავლეთში მივდივარ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი