- ქალაქ ხობის ცენტრში, ცოტნე დადიანის N185-ში მდებარე შენობის დაზიანებული სახურავისა და ფასადის რეაბილიტაცია დასრულდა.
დასრულებული სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკი ხასიამ დაათვალიერეს.
ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელმაც გააუმჯობესა ქალაქის იერსახე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.