რეგიონი

ხობში, მოხალისეებმა პლაკატები გააკრეს და ბანკომატები გაწმინდეს

მეორე დღეა, ხობის მუნიციპალიტეტში, ახალი კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში შექმნილი მოხალისეთა ჯგუფის წევრები, “ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” წარმომადგენლებთან ერთად, მოქალაქეებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს აცნობენ  და საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებენ.  

დღეს, მოხალისეებმა ხობის ქუჩებში საინფორმაციო პლაკატები გააკრეს და ბანკომატები სპეციალური ხსნარით გაწმინდეს.

პლაკატებზე, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (1505), დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (116 001), ხობის მუნიციპალიტეტის მერიის (599 85 60 99) და “ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” (595 95 61 48) ცხელი ხაზის ნომრებია მითითებული.

ნებისმიერი შეკითხვის ან ეჭვის შემთხვევაში, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ დარეკონ აღნიშნულ ნომრებზე.

Related posts

ზუგდიდის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი: ჩემთვის ზუგდიდი არაა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პოლიგონი ან პოლიტიკური პლაცდარმი

რედაქტორი

გიორგი შენგელია: ზუგდიდში არ იარსებებს ქუჩა, სადაც გზის პრობლემა იქნება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი