ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოში ორი მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილას მოხდა.
როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, მოხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო , რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.