სპორტი

ხობში საფეხბურთო ტურნირი გაიმართა

ხობის ცენტრალურ სტადიონზე, 2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცის, კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშების ფინალური მატჩი გაიმართა.

საფეხბურთო ტურნირის ფინალში ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის გუნდმა სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ანგარიშით 4-0 დაამარცხა და კობა შუბითიძის სახელობის თასს დაეუფლა.

ტურნირის ფინალს და დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, გენერალი კობა გრიგოლია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ.

სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.

Related posts

ფოთს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი სტუმრობდა

რედაქტორი

,,ეგრისელთა” წარმატებული მატჩი ,,სპაერთან”

რედაქტორი

სპორტის საერთაშორისო დღე სენაკში წელს პირველად აღინიშნა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი