რეგიონი

ხობში წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დილიდან მუშაობენ სამსახურები

ხობის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ეზოები, სავარგულები, სასოფლო გზების ნაწილი, წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე.

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და მერიის წარმომადგენლები და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ნატანი მასისაგან იწმინდება გზები და არხები. ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია გაეცნენ.

მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიან მდგომარეობას და ზარალს დაითვლიან.

Related posts

წალენჯიხაში ფაშიზმზე გამარჯვების დღე ომის ვეტერანს, 93 წლის ვარვარა ბონდარენკოს მიულოცეს

განმუხურში ინდური ინვესტიციით 5- ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

რედაქტორი

ზუგდიდის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს საჯარო სკოლების მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი