კულტურა

ჯაზის საღამო მაია ბარათაშვილთან ერთად სენაკში

დღეს, ,,სენაკის არტ ფესტივალის“ ფარგლებში, ჯაზის საღამო გაიმართა.

ცნობილი ქართველი ჯაზის შემსრულებლის, მაია ბარათაშვილის საკონცერტო პროგრამა მოიცავს როგორც ჯაზსა და ბლუზს, ასევე – ეთნო მუსიკასა და ფოლკლორს.

მაია ბარათაშვილმა ჯაზის შესრულება 1996 წლიდან დაიწყო. ის, მსოფლიოს მასშტაბით, არაერთი საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალის გამარჯვებულია.

6 ივლისს, სენაკის მეშვიდე მუსიკალური ფესტივალი, გალაკონცერტით დასრულდება.

,,არტ-ფესტივალი 2021’’, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პატრონაჟითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.

Related posts

რეგიონული თეატრების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი სენაკში, ნოქალაქევის ისტორიულ ციხე-ქალაქში გაიხსნა

რედაქტორი

ლიეტუას თეატრმა სპექტაკლი „გზა სამოთხისკენ“ გამართა

“ჩელა” და “ოდოია” გასვლით კონცერტებზე

რედაქტორი

დატოვე კომენტარი