რეგიონი

ჯაღირაში ხიდის რეაბილიტაცია მინდინარეიბს

ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის ჯაღირას უბანში ხის ფიცრებითა და რკინის მავთულებით ნაშენები ხიდი, რომელიც ჯაღირაში მცხოვრებ სოფლის მოსახლეობას ცენტრალურ გზასთან აკავშირებდა იმდენად დაზიანებული იყო რომ ხის ფიცრები ალაგ-ალაგ იყო დარჩენილი და რკინის მავთულებით მოწყობილი მოაჯირი საერთოდ მოშლილი. ინფორმაციას ამის შესახებ წალენჯის მერია ავრცელებს.

„ხიდზე გადაადგილება მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.მოსახლეობა კი წლების მანძილზე ითხოვდა რეაგირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ძალისხმევით, დაიწყო ხიდის სრული რეაბილიტაცია და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ადგილზე იმყოფებოდა და შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო.” – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

Related posts

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

რედაქტორი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

რედაქტორი

საპროტესტო აქცია გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი