ახალი ამბები რეგიონი

ჯვარში ვიოლინოს სკულპტურა და შადრევანი მერმა გახსნა

ქალაქ ჯვარში დღეს კინოთეატრის ეზოს წინ მდებარე შადრევნი, ვიოლინოს სკულპტურა და განახლებული დადიანების წყარო საზეიმოდ გაიხსნა.


პროექტის ფარგლებში, შადრევნი შიდა და გარე პერიმეტრზე ბაზალტის ფილებით მოპირკეთდა, აღდგა წყლის მიწოდებების სისტემა და ამოქმედდა შადრევანი.


მოეწყო შადრევნის შიდა და გარე განათებები, მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სკამები განთავსდა.


გარდა ამისა,ჯვარის კულტურის სახლში გათბობა -გაგრილების სისტემები დამონტაჟდა.
დღევანდელ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა, მერის მოადგილე თამარ ბელქანია, საკრებულოს წევრები და სხვა პირები.
ღონისძიებაზე მოსახლეობას მისასალმებელი სიტყვით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ,მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ და მერის წარმომადგენელმა ქალაქ უვარში ირაკლი ხარჩილავამ.


ღონისძიების მსვლელობისას გიორგი ხარჩილავამ ისაუბრა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც მოსახლეობის სასიკეთოდ კეთდება.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ ჯვარში ზემოთხსენებული პროექტები ადგილობრივი (მუნიციპალიტეტის) ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით დაფინანსდა. ადგილობრივი ბიუჯეტით ჯვარში კიდევ სამი პროექტი ხორციელდება.


დღევანდელი ღონისძიება მოკლე პერფომანსით დასრულდა, რომელშიც ანსამბლი “სამა”-სა და კულტურის სახლის აღსაზრდელების მონაწილეობით გაიმართა.

Related posts

ზუგდიდის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს საჯარო სკოლების მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ

რედაქტორი

სოფელ პირველ მაისში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირს ბრალი წარუდგინეს

რედაქტორი

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთის ყოფილი მერი დარბაზიდან გაათავისუფლა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი