რეგიონი

11 შვილის დედას დედის დღე სამეგრელოს გუბერნატორმა მიულოცა

11 შვილის დედას ნანა ლაგვილავას დედის დღე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა , მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

„მადლობა, რომ ჩვენს ქვეყანას უზრდით 11 შვილს, ეს ნამდვილად გმირობაა, თქვენ ხართ მისაბაძი დედა. ყოველდღიური სირთულეები და გამოწვევები გექნებათ და მიუხედავად ამისა თქვენ ჩვენს ქვეყანას უზრდით ღირსეულ შვილებს, აძლევთ მათ განათლებას. მიხარია, რომ თქვენი შვილები ამდენი მედლის, თასის, დიპლომის მფლობელები არიან, ეს ყოველივე მათ ნიჭიერებასთან ერთად ხაზს თქვენს შრომას და თავდადებას უსვამს. მადლობა ამისთვის თქვენ ქალბატონო ნანა და თქვენს მეუღლეს. მადლობა, რომ თეკლას, ქრისტინეს, ეკატერინეს, ქეთევანის, ანასტასიას, სიდონიას, ელისაბედის, მაიას, გრიგოლის, გიორგის და გაბრიელის დედა ხართ“ – განაცხადა მრავალშვილიან დედასთან საუბარში მალხაზ თორიამ.

ბეჭვაიების თერთმეტივე შვილი ჭადრაკს თამაშობს. მათ სხვადასხვა შეჯიბრებებსა და საერთაშორისო ტურნირებში 200-ზე მეტი მედალი და 100-მეტი თასი აქვთ მოპოვებული.

ბეჭვაიების 11 შვილიდან ყველაზე პატარა 8 წლის, ყველაზე დიდი კი 26 წლისაა.

მრავალშვილიანი ოჯახი სხვადასხვა სოციალური პროგრამებით ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობისგან სარგებლობს.

Related posts

მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა, სამეგრელოში სამუშაო შეხვედრები გამართა

რეგიონში კორონავირუსის 93 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 59 -ზუგდიდში

რედაქტორი

სამეგრელოში მცხოვრებ ვეტერანებს ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ

დატოვე კომენტარი