რეგიონი

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის გმირებს ჩხოროწყუში პატივი მიაგეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა აღნიშნულთან დაკავშირებით, 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ჩხოროწყუელი მებრძოლის – კობა წურწუმიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

კობა წურწუმია 2008 წლის 7 აგვისტოდან რუსეთ – საქართველოს ომის წინა ხაზზე იბრძოდა. 9 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დროს, ცხინვალში დაიღუპა. ის მშობლიურ სოფელში, ლეწურწუმეშია დაკრძალული. კობა წურწუმიას ოჯახს მუნიციპალიტეტის მერიამ “ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების დახმარების პროგრამის” ფარგლებში ფულადი დახმარება – 1500 ლარი გამოუყო.

Related posts

ზუგდიდში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება

რედაქტორი

ფოთს მალე დახვეწილი იერსახის, რეკონსტრუირებული პარკი ექნება

ზუგდიდში წვრილმანი ხულიგნობისთვის presa.ge-ს დირექტორი გიორგი კაპანაძე დააკავეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი