რეგიონი

2013-2020 წლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების ანგარიში გაიმართა

  • ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ჩხოროწყუს საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა. დათო გოგუამ 2013-2020 წლებში შესრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე , ინფრასტრუქტურის, სოციალურ, სოფლის მერნეობის, კულტურის, სპორტის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში მიღწეულ წარმატებებზე ვრცლად ისაუბრა.

,, 8 წლის განმავლობაში ქვეყანამ შეძლო მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა საგარეო ასპარეზზე. ეს არის პოლიტიკური თუ ეკონომიკური პარტნიორობა ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ამასთან საქართველომ ხელი მოაწერა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას, მივაღწიეთ ევროპასთან უვიზო მიმოსვლას. ქვეყანა კანონმდებლობით, ქვეყნის მოწყობით, სოციალური პოლიტიკის ორიენტირებით უახლოვდება ევროპას. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ადამიანზე ზრუნვა და მოქალაქეების მსახურებაა, რასაც, გამოწვევების მიუხედავად, მაქსიმალურად ვცდილობთ.

ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის 8 წელმა მოიტანა ხელშესახები ეკონომიკური გაუმჯობესება. მართალია ამჟამად პანდემიამ ეს პროცესი შეაფერხა, მაგრამ ეკონომიკური აღდგენა ინტენსიურად მიმდინარებს. ჩვენს მუნიციპალიტეტში პანდემიის პირობებშიც არ შეჩერებულა ინფრასტრუქტურული სამუშაოები და პროექტები ინტენსიურად მიმდინარეობს. სახელმწიფო დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოში წარმოების ხელშეწყობას, მცირე ბიზნესის, ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერას და ამ კუთხით ხელშეწყობა ყოველწლიურად იზრდება. საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა ქვეყნის განვითარების და მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის უმნიშვნელოვანესი მიღწევა იყო. პანდემიის პირობებში კი კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვა“ – განაცხადა დათო გოგუამ.

2013-2020 წლის ანგარიშის წარდგენას ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ჩხოროწყუს შტაბისა და ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, პარტიის აქტივისტები, ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ. ღონისძიება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით გაიმართა.

Related posts

ალექსანდრე მოწერელია – მე მუდამ ჩემი მოსახლეობის გვერდით დავდგები

რედაქტორი

დავით სერგეენკო ზუგდიდში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

რედაქტორი

ფოთის ცხელების ცენტრში ოთხი პაციენტი გადაიყვანეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი