“ეს იყო 21 საუკუნის დახაუ, რომლითაც სხვა ციხეში მყოფ პატიმრებსაც აშინებდნან. აქ განსაკუთრებული რეჟიმი იყო სააკაშვილის მმართველობის დროს. ეს ციხე, ზუგდიდის ციხე უნდა იქცეს მუზეუმად. ყველა სტუმარმა უნდა ნახოს ის ადგილი, სადაც ბოლო 10 წლის განმავლობაში აწამებდნენ ხალხს”-აცხადებს ყოფილი პატიმარი თენგიზ ხარჩილავა, რომელიც STV-ს ექსკლუზიურ ინტერვიუზე დათანხმდა.
ახალი ამბების კამერა რესპოდენტთან ერთად სასჯელაღსრულების ნომერ მეოთხე საპყრობილეში შევიდა. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს და კადრებს ზუგდიდის ყოფილი საპატიმროდან.