რეგიონი

26 დეკემბერს ფოთის მუნიციპლიტეტში საახალწლო ილუმინაციები სრულად აინთება

ფოთის მუნიციპალიტეტში, 26 დეკემბერს 19:00 საათზე , მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო კონცერტი გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ ქალაქში საახალწლო ილუმინაციები სრულად აინთება.

ფოთის მერია, სადღესასწაულო დღეებში , მრავალფეროვანი ღონისძიებების გამართვას გეგმავს, სადაც არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ ყველა თაობის ადამიანისთვის იქნება დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა კონცერტებით, გასართობი პროგრამით, საბავშვო ღონისძიებებით.

გაიმართება კონცერტები როგორც ადგილობრივი, ასევე, დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით. ღონისძიებებზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.

Related posts

პრეზიდენტობის კანდიდატს ფოთში “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ტრანსპარანტებით დახვდნენ

რედაქტორი

გუბერნატორის სპეციალური განკარგულება და შეხვედრა თხილის მწარმოებლებთან

რედაქტორი

ჩაკეტილი მესტია და საცობი მესტია-ზუგდიდის გზაზე

რედაქტორი

დატოვე კომენტარი