STV
არჩევნები 2020

ირაკლი ჩიქოვანმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ შამგონაში ადგილობრივებს შეხვდა

  • ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. კანდიდატი დღეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ შამგონას მოსახლეობას შეხვდა:

,,აქ მცხოვრებმა ადამიანებმა ყველაზე კარგად იცით ოკუპაციის სიმძიმე, ოკუპაცია ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის მეტ განვითარებას. ჩვენი დევნილი მოსახლეობა აუცილებლად დაბრუნდება საკუთარ სახლში, მაგრამ მანამდე ზუგდიდში მცხოვრებ ყველა დევნილ ოჯახს ექნება საკუთარი საცხოვრებელი ფართი და ამას შევძლებთ მომდევნო ორი წლის განმავლობაში, კონკრეტული და შემუშავებული გეგმით“ – განაცხადა ჩიქოვანმა.

🟠 ქართული ოცნების ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ შამგონაში შეხვდა. 🟠 ჩიქოვანის განცხადებით ამ სოფელში მოქალაქეებს პირადად აქვთ გადატანილი ოკუპაციის სიმძიმე. მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდიატი მოსახლეობას დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის გეგმაზეც ესაუბრა. 🟠 ირაკლი ჩიქოვანი დღესვე ადგილობრიბვებს სოფელ ახალაბასთუმანში, ასევე დარასელიას და ჩიქობავას ქუჩებზე შეხვდა.

Gepostet von STV.GE am Montag, 14. September 2020

ირაკლი ჩიქოვანმა ყურადღება სოფლის სოფლის განვითარებაზე და შამგონაში დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა:

,,ძალიან მოწესრიგებული და ლამაზი სოფელია. რეაბილიტირებულია ცენტრალური საავტომობილო გზა, სოფელი სრულად გაზიფიცირებულია. მალე შამგონაში თანამედროვე სტანდარტების ახალ საბავშვო ბაღს ავაშენებთ და წლების განმავლობაში არსებულ პრობლემას მოვაგვარებთ. ვგეგმავთ სოფლის ცენტრში არსებული საფეხბურთო მოედნის კეთილმოწყობასაც“.

შამგონაში გამართული შეხვედრის შემდეგ კანდიდატი მოსახლეობას ახალაბასთუმანში შეხვდა.

Related posts

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ მტკიცედ მივდივართ დემოკრატიული ღირებულებების გზაზე

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხაში საბავშვო ბაღის პედაგოგებს შეხვდა

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხაში ახალგაზრდებს შეხვდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი