რეგიონი

კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა სამეგრელოში

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ მიაწოდა.

“რეგიონის მასშტაბით გატესტილ იქნა 838 ტესტი, აქედან გვაქვს ახალი დადებითი შემთხვევა გვაქვს 25 (ზუგდიდი 7, მათგან 1 მოსწავლეა – რეპეტიტორის კონტაქტი, 2 ცხელებით შესული პაციენტია და 4 კი ოქროს ბირჟის კლასტერია. ხობში 2 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, რომლებიც გამოვლენილ კონტაქტებს უკავშირდება.

სენაკში გვაქვს 6 ახალი შემთხვევა და ასევე გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტია. ოკუპირებული საბერიოს კლასტერიდან არის 4 ახალი შემთხვევა, ბოლო 1 საკარანტინე სივრციდან გვყავს. კორონავირუსი დადასტურად ასევე ჩხოროწყუში სულ 5 შემთხვევა, აქედან 2 საირმეში იმყოფებოდა და კავშირი ქონდა კოვიდ ინფიციებულთან 3 კი ჩხოროწყუს საავადმყოფოს მედ. პერსონალია.

მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 131 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 58 კოვიდ პაციენტი, აქედან 5-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 26 კოვიდპაციენტი მკურნალობს. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება – 131 ადამიანი”-აღნიშნა მალხაზ თორიამ.

Related posts

ზუგდიდში, 1924 წლის აჯანყების დროს რეპრესირებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

რედაქტორი

ხობში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რედაქტორი

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ზუგდიდში განხორცილებული პროექტები დაათვალიერა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი