რეგიონი

ცესკო-ს თავმჯდომარე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს შეხვდა. გიორგი კალანდარიშვილმა კომისიის წარმომადგენლეს ცესკოს განახლებული შემადგენლობა გააცნო და იმ სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რაც მოახლოებული თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არსებობს.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი შეხვედრაზე კომისიის წევრების დატრენინგება იყო, როგორც კალანდარიშვილნა აღნიშნა, მნიშვნელოვანია მათი პროფესიული გადამზადება, რათა კენჭისყრის დღეს თითოეულმა მათგანმა წარმატებით გაართვას თავი დაკისრებულ მოვალეობას.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეპიდვითარების ფონზე სამუშაო საარჩევნო გარემოზე. კალანდარიშვილის განმარტებით, ცესკო მიჰყვება იმ პროტოკოლს რომელიც დღეს ეპიდვითარებიდან გამომდინარე ქვეყანაში არსებობს და ჯანდაცვის უწყებებთან თანამშრომლობით ყველა უბანში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იქნება კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია დაცული.

Related posts

24 ნოემბერს ზუგდიდში კოლხური ღვინის ფესტივალი „დია“ გაიმართება

რედაქტორი

ნემსები და ფქვილი, წარწერით “ჰეროინი” – “შეცვალე” ზუგდიდში აქციას მართავს

რედაქტორი

სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები ,,Agile Spirit 2021-ის“ ფარგლებში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი