ახალი ამბები

გუდაურში წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე გუდაურში აღნიშნა. ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში ტურისტებისა და დამსვენებლებისთვის სპეციალურად მოწყობილ სივრცეში სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა.

კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ მოადგილეებთან, ირაკლი ურუშაძესთან და მაია გიქოშვილთან ერთად, ტურისტებს წყლის დაცვის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. პარალელურად, კომპანიის თანამშრომლებმა დამსვენებლებს წყლის დაზოგვის აუცილებლობაზე და გუდაურში კომპანიის მიერ დაგეგმილ პროექტების შესახებ მომზადებული ბუკლეტები დაურიგეს. ანიმატორები კი სტუმრებს ცხელი გლინტვეინით უმასპინძლდებოდნენ. ღონისძიებას მუსიკალურად დიჯეი აფორმებდა.

,,დღევანდელი დღე, კიდევ ერთხელ მოუწოდებს მსოფლიოს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია წყლის რესურების დაცვა და წყლის დაზოგვა. ჩვენი კომპანია, როგორც ერთ-ერთი მსხვილი ოპერატორი ქვეყანაში, უერთდება ამ საერთაშორისო დღეს და გადავწვიტეთ, რომ ეს დღე ტურისტებთან და დამსვენებლებთან ერთად გუდაურში აღგვენიშნა. კომპანიამ აქ უკვე დაასრულა წყალმომარაგების პირველი ეტაპი. ახლა კი იწყება წყალარინები საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები, რის შედეგად გუდაურში იქნება მთლიანი ინფრასტრუქტურა მოწყობილი. ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ, თუ რამდენად აუცილებელია წყლის რაცინალურად მოხმერება თითოეული ჩვენთაგანისთვის და ამ რესურსების სწორად გამოყენება’’-განაცხადა ეკატერინე გალდავამ. ღონისძებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

Related posts

საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთვის სახელმწიფო 42,667,518 ლარს დახარჯავს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

რედაქტორი

“მოდელირებული ქრონიკის” ავტორი ზუგდიდის მერიის პრესსამსახურობაზე ოცნებობს?

დატოვე კომენტარი