რეგიონი

რუხის საჯარო სკოლაში დედაენის მონუმენტი გაიხსნა

დედაენის დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ რუხის საჯარო სკოლაში დედაენის მონუმენტი გაიხსნა. მონუმენტი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და სკოლის დირექტორმა გოგი თოდუამ გახსნეს. გახსნის ცერემონიალის შემდეგ, რუხის საჯარო სკოლაში, დღევანდელი თარიღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ლაშა გვასალია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო.

ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. საპროტესტო გამოსვლების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში დედაენის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა.

Related posts

ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულს კეთილმოწყობილი ბიბლიოთეკა და რეაბილიტირებული სამკითხველო დარბაზი შეემატება

რედაქტორი

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს პატიმრობა შეუფარდა

რედაქტორი

მესტიაში ზამთრის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

დატოვე კომენტარი