კულტურა

თბილისში საბავშვო ფოლკლორული ანსამბლების ფესტივალი „მრავალჟამიერი” გაიხსნა

თბილისში საბავშვო ფოლკლორული ანსამბლების ფესტივალი „მრავალჟამიერი” ჯანსუღ კახიძის სახელობის კულტურულ-მუსიკალურ ცენტ რში დღეს გაიხსნა.

ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ოთხმა ფოლკლორულმა ანსამბლმა მიიღო მონაწილეობა. ესენი იყვნენ ლანჩხუთის ქართული გალობისა და სიმღერის გუნდი, საგარეჯოს გალობისა და სიმღერის სკოლასთან არსებული გუნდი “პატარა გარეჯელები”, ფოლკლორული ანსამბლი “პატრიარქის ნათლულები” და ფოლკლორული ანსამბლი “ბინული”.

❤️❤️❤️❤️❤️

Gepostet von Malkhaz Basilaia am Freitag, 14. Juni 2019

აღნიშნული ფესტივალის მიზანი ქართული ფოლკლორის ტრადიციების შენარჩუნება და მათი მომავალი თაობებისთვის გადაცემა, ასევე ხალხური მუსიკის პოპულარიზაციაა.

ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნული ფესტივალი ახალი თაობის შემსრულებლებისთვის სტიმულის მიცემას ემსახურება, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია მაყურებლის მხარდაჭერა.

ფესტივალი “მრავალჟამიერი” 20 ივნისს გალა-კონცერტით დასრულდება.

Related posts

ანაკლიის ისტორიული ციხის ტერიტორიაზე მეგრული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა

რედაქტორი

ზუგდიდის თეატრი 17 მარტამდე დაგეგმილ წარმოდგენებს აუქმებს

რედაქტორი

როგორ გამოიყურება რეაბილიტაციის შემდეგ თამრო გუჯეჯიანის ჰაგაამი ?

რედაქტორი

დატოვე კომენტარი