STV
კულტურა

ანაკლიის ისტორიული ციხის ტერიტორიაზე მეგრული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა

ანაკლიის ისტორიული ციხის ტერიტორიაზე ლოტბარ პოლიკარპე ხუბულავას სახელობის მეგრული ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების და დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიიღეს.

ფესტივალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. სახელმწიფო რწმუნებულმა ფესტივალის მონაწილეებს მიმართა მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფესტივალების მხარდაჭერა ხელისუფლების მხრიდან მუდმივად მოხდება.

ლონდონის და დუბლინის ფოლკლორულმა ანსამბლებმა ანაკლიაში მეგრული სიმღერები შეასრულეს, რამაც მსმენელის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

ლოტბარ პოლიკარპე ხუბულავას სახელობის მეგრული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ,,კოლხი და…“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ინიციატივითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეგიდით ტარდება.

Related posts

გიორგი უშიკიშვილი და ანსამბლი ,,ლაშარელა’’ სენაკში

სენაკში სალოტბარო სკოლა გაიხსნა

რედაქტორი

ზუგდიდში საპენსიო ასაკის 230-მდე პრაქტიკოს პედაგოგიდან, 93 საქმიანობის შეწყვეტაზე განაცხადი გააკეთა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი