STV
რეგიონი

მაგდალინა თოდუა – იმედი მაქვს კომპეტენტური სტრუქტურები ობიექტურად გამოიძიებენ ე.წ ჩანაწერებს

“მე ვერ ვისაუბრებ იმ ჩანაწერზე, რომელიც გავრცელდა, მაგრამ დიდი იმედი მაქვს კომპეტენტური სტრუქტურები ობიექტურად გამოიძიებენ”,- ასეთ სტატუსს აქვეყნებს ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი მაგდალინა თოდუა, რომელიც იქვე იმასაც ამატებს, რომ მერის მხარდამჭერების გვერდზე უამრავ მსგავს წერილს იღება აღნიშნულთან დაკავშირებით.

” მე მჯერა იმ ადამიანის კეთილსინდისიერების და ადამიანობის, რომელთანაც ვიმუშავე 2014 წლიდან და ხალხის მიერ არჩეული ქალაქის მერის სტატუსი გააჩნდა.

მე ვერ ვისაუბრებ იმ ჩანაწერზე, რომელიც გავრცელდა, მაგრამ დიდი იმედი მაქვს კომპეტენტური სტრუქტურები ობიექტურად გამოიძიებენ.

მე შემიძლია ვისაუბრო მერზე, რომელმაც არაერთი ინოვაციური პრაქტიკა დანერგა, როგორიცაა: „კარდაკარ საჭიროებებზე,“ „უფრო ახლოს ხალხთან“ „დასახლების საერთო კრება, “,,იდეა ქალაქის მერს“, „ერთი დღე მერთან“, რომლის პრიორიტეტი სწორედ, რომ გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობაა.

მერი რომელიც მუდმივად ცდილობდა გაეთვალისწინებინა საზოგადოების ინტერესი და ორიენტირებული იყო შედეგზე.

აქვე მინდა დავამატო ის წერილები, რომელიც მოსდის მერს მხარდამჭერების გვერდზე. მადლობა თქვენ ობიექტური შეფასებისთის. მე მჯერა იმის, რომ ძალიან მალე, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა!”-წერს მაგდალინა თოდუა სოციალურ ქსელში.

Related posts

წითელას დიაგნოზით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 5 ადამიანი მკურნალობს

რედაქტორი

საპატრიარქო: ქვეყნისთვის სიკეთის მოტანა წარმოუდგენელია „მოლოტოვის კოქტეილებით“, პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებისა და პარლამენტში ხანძრის გაჩენის მცდელობით, მიუღებელია ისიც, რომ გუშინდელ აქციაზე ლოცვასთან ერთად ისმოდა მუქარა

რედაქტორი

ფახულანის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები ავარიაში სოფელ ლიაში მოყვნენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი