STV
რეგიონი

ზუგდიდის მერია 25 ოჯახისთვის სოციალურ სახლებს აშენებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროექტს.

მერია მიმდინარე წელს 25 სახლს ააშენებს. სახლების მშენებლობის პროცესი უკვე დაწყებულია.

სოციალური სახლის მშენებლობის მიმდინარეობას კოკის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზუგდიდში, საერთაშორისო პროექტის „ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი თვითმმართველობა“ მონაწილეთა ჯგუფის წარმომადგენლები გაეცნენ. ჯგუფის შემადგენლობაში შვედეთის, სერბეთის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან.

ჯგუფის წევრებმა მშენებარე სახლთან ერთად გასულ წელს აშენებული სახლიც დაათვალიერეს და პროექტით დაინტერესდნენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015-2016-2017 წლებში 66 სახლი აშენდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 2015 წელს, სპეციალური ჯილდო, სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის გადაეცა.

მსგავსი სიახლეები

დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

რედაქტორი

დიზი-უშგულის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის დაწესებული შეზღუდვა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით მოძრაობაზე მოიხსნა

რედაქტორი

ბურდულის განცხადებით, წალენჯიხის მერია მწირი ბიუჯეტიდან გამომდინარე ლიის ბაღის აღჭურვას ვერ შეძლებს და ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი