STV
რეგიონი

წალენჯიხა-ლია-ფახულანის საავტომობილო გზის მე-10 კმ-ზე, ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს

შიდასახემწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ლია-ფახულანის საავტომობილო გზის მე-10 კმ-ზე, მდ. ენგურზე არსებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მინდინარეობს.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს Construction Service ასრულებს.

სახარჯთაღრიცხვო ღირებულება ხუთი მილიონ ხუთასი ათას ლარს შეადგენს.

არსებული ხიდის ნაცვლად, რომელიც აღარ ექვემდებარებოდა აღდგენას, ახალი ალტერნატიული ხიდი, სრულად დააკმაყოფილებს სატრანსპორტო მოთხოვნებს.

მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია.

Related posts

ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რედაქტორი

სამეგრელოში კორონავირუსის კიდევ 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რედაქტორი

კონსტანტინე კაკავა – ჩვენ ვიქნებით ხელმისაწვდომი თითოეული მოქალაქისთვის ნებისმიერ დროს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი