STV
ექსკლუზივი

ქართველი ემიგრანტი იტალიაში ექიმების დაუდევრობით გარდაიცვალა – რას ჰყვება გარდაცვლილის შვილი

  • იტალიის ქალაქ ბარში გარდაცვილ ზუგდიდელ ქალბატონზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ნინო ნარუშვილი ექიმების დაუდევრობით გარდაიცვალა. STV.GE გარდაცვლილის, ნინო ნარუშვილის ქალიშვილს, თათია გაბიჩვაძეს ესაუბრა. მისი თქმით დედამისს სიმსივნე არ ჰქონდა. ის იმუნური სარკოიდოზით გარდაიცვალა.

” სასიკვდილო დედას არაფერი ჭირდა უბრალოდ ჰქონდა ინფექცია ანუ იმუნური სარკოიდოზი. სარკოიდოზი არაა სიმსივნე და არც სასიკვდილო. ამ დაავადებას კურნავენ და წლებით ცხოვრობენ, უბრალოდ არ მიაქცია ყურადღება ჯერ პატრონმა, სადაც დედაჩემი მუშაობდა და მერე საავადმყოფომ”-აცხადებს STV NEWS-თან თათია გაბიჩვაძე.

STV NEWS-ის ინფორმაციით ემიგრანტს ოჯახთან სადაც მუშაობდა ხელშეკრულება ჰქონდა დადებული, რომლის მიხედვითაც მას სახლიდან გასვლა მეპატრონის შვილების დაუკითხავად ეკრძალებოდა. მან რამდენჯერმე დაურეკა მათ და სთხოვა, რომ ცუდად იყო და საჭიროებდა სამედიცინო გამოკვლევებს, თუმცა ყურადღება არ მიაქციეს.

ნინო ნარუშვილი იტალიის ერთ-ერთი პროვინციის საავადმყოფოში მოგვიანებით სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქართველი ემიგრანტების დახმარებით გადაიყვანა. მან აღნიშნულ საავადმყოფოში დაახლოებით ორი თვე დაჰყო. ექიმებმა მას შესაბამისი დახმარება ვერ გაუწიეს და პროფესიული გულგრილობა გამოიჩინეს. როგორც თათია გაბიჩვაძე აცხადებს დედამისი კონტაქტზე მხოლოდ მაისამდე იყო. 4 ივნისს კი ის ამავე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

“კონტაქტური მაისამდე იყო მხოლოდ, შემდეგ კი მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ვერ მეტყველებდა.ეს ექიმების და სახლის მეპატრონის ერთობლივი დაუდევრობის ბრალია რაც დანაშაულად ითვლება”-ამბობს გარდაცვლილის შვილი.

გარდაცვლილის შვილი და ოჯახი საავადმყოფოს ექიმების წინააღმდეგ საჩივრის შეტანას აპირებს. თათია გაბიჩვაძის თქმით ადვოკატი უკვე აიყვანეს, რომელიც სამართლებრივ პროცესებს წარმართავს. ოჯახი კომპანსაციას ითხოვს. რაც შეეხება გარდაცვლილის გადმოსვენების საკითხ, მას ჯერ კიდევ ელოდებიან საქართველოში.

# **მშვიდობით ნინო…😢**# **მშვიდად იძინე ჩემო ტკბილო და უკეთილესო დაო 😢♥️**

Posted by Makho Basy on შაბათი, 06 ივნისი, 2020
  • ცნობისთვის, სარკოიდოზი უცნობი მიზეზით გამოწვეული სისტემური დაავადებაა, რომელიც არის უჯრედულ-იმუნური პასუხი, რომელიღაც შეძენილ ან თანდაყოლილ ანტიგენზე. მისთვის დამახასიათებელია ანთებადი გრანულომატოზური წარმონაქმნების განვითარება ქსოვილებში. პათოლოგიურმა პროცესმა, შესაძლოა, მოიცვას ნებისმიერი ორგანო ან სისტემა. ყველაზე ხშირად ზიანდება ფილტვები, კანი, თვალები და ლიმფური კვანძები.
  • დაავადება იწყება 20-50 წლის ასაკში და ძირითადად ავადდებიან ქალები. იგი მიმდინარეობს მწვავედ ან ქვემწვავედ. სარკოიდოზი უფრო ხშირად გამოვლინდება სწრაფად 1-2 კვირის მანძილზე. მისი კლინიკური სურათი დამოკიდებულია ანთებადი გრანულომატოზური პროცესის განვითარების ადგილზე და სისწრაფეზე.  სარკოიდოზის მკურნალობას ნიშნავს მხოლოდ პროფესიონალი ექიმი პაციენტის გამოკვლევებისა და საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით.

Related posts

სიახლე ზუგდიდში: ავტობუსებში ელექტრონული გადახდის აპარატები დამონტაჟდება

რედაქტორი

ექსკლუზივი: ზუგდიდში ახალგაზრდა გოგონას გაუპატიურების მცდელობაში 60 წლის მამაკაცს ადანაშაულებენ

რედაქტორი

ზუგდიდის მერია ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა დატოვა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი