STV
შემთხვევა

ხობში ავტომობილი ხეს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა

რამდენიმე წუთის წინ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში „ოპელის“ მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც  ცეცხლი გაუჩნდა. მომხდარის შედეგად, ავტომანქანის მძღოლი დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

“გამოძახებისას ადგილზე დაგვხვდა ცეცხლმოკიდებული მსუბუქი ავტომანქანა. ოპერატიული რეაგირების შედეგად, მალევე მოხდა ცეცხლი ლიკვიდირება. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია”,- აცხადებს მეხანძრე- მაშველი გრიგოლ არჩილია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მსგავსი სიახლეები

ელენე ფოჩხუა: ჩემი ძმის სიცოცხლე ექსმაღალჩინოსნის საიდუმლო ურთიერთობას ემსხვერპლა

რედაქტორი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომელსაც ტურისტი სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს, მარტვილში დააკავეს

რედაქტორი

ავტოავარიას წალენჯიხაში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი