STV
ექსკლუზივი

ზუგდიდში ქალმა იმშობიარა და ჩვილის ცხედარი მამას საიდუმლოდ დაამარხინა

  • ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ზუგდიდში დაქირავებულ ბინაში ცხოვრობდა ამავე ბინაში იმშობიარა. ქალმა ამის შემდეგ ბავშვის მამას დაურეკა, მკვდარი ახალშობილის ცხედარი მისცა და საიდუმლოდ დაამარხინა. ცნობილი ხდება, რომ  ქალი რომელიც რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა, ორსულობას მალავდა. 

ახალშობილის ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპეტიზა. ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს მთავარ კიტხვას პასუხი – მკვდარი იმშობიარა დედამ შვილი თუ მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა ახალშობილი.

შემთხვევა ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ახალნამშობიარებმა ქალმა საავადმყოფოს მას შემდეგ მიმართა, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ის ამ დრომდე ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიკოსები მედიასთან არ საუბრობენ.

STV NEWS-ს ამის შესახებ ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ სისხხლის სამართლის საქმე 112-ე მუხლით აღიძრა.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი: წალენჯიხის მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი დააკავეს

რედაქტორი

ზუგდიდის საკრებულოში მელიას გუნდის წევრებმა წითლიძის კადრი ენმ-ის ფრაქციიდან გარიცხეს

რედაქტორი

ლევან კონჯარია წალენჯიხის მერის მოადგილედ ინიშნება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი