- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ერთი რუსი ტურისტია. ამის შესახებ ინფორმაციას მედია კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. „ოპერატიულ შტაბზე“ დაყრდნობით ავრცელებს. ინფიცირებული ტურისტი სამკურნალოდ ოკუპირებული ტერიტორიიდან კრასნოდარის მხარეში, ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორნავირუსის 134 შემთხვევაა დადასტურებული. კოვიდ 19-ით 3 ადამიანი გარდაიცვალა. 38 ადამიანი გამოჯანმრთელდა.