STV
რეგიონი

“ძროხებზე მონადირე და ბიუჯეტის ქურდი” – როგორ ეხმაურებიან გიგი უგულავას კანდიდატურას სოციალურ ქსელში?

  • ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად გიგი უგულავას გამოჩენას სოციალურ ქსელში გამოხმაურებები თავიდანვე მოჰყვა. ადგილობრივებიიხსენებენ იმ დროს, როცა უგულავა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი იყო. მოქალაქეთა ნაწილი სწორედ ამ პერიოდს ნეგატიურად აფასებს.

“გიგი უგულავასა და ზუგდიდელების გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთა, პირველი შეხება სამეგრელოსთან და კერძოდ ზუგდიდთან უგულავას გუბერნატორობას უკავშირდება. სააკაშვილის ხელისუფლების გამორჩეულად მოგულავე ლიდერმა გუბერნატორის თანამდებობა 2004 წელს დაიკავა და აღნიშნულ პოსტზე სულ რამდენიმე თვე გაატარა.

პირველი სიტყვა, რაც უგულავამ სამეგრელოში ჩამოსვლისას ისწავლა იყო ,,ორჭოფუნთ,” რაც ქართულად დაგიჭერთს ნიშნავს, უგულავასა და მისი ხელისუფლების მთავარი ნიშაც ხომ დაჭერები იყო, იჭერდნენ ყველას, ვინც კრიტიკული აზრის გამოთქმას გაბედავდა.
უგულავას გუბერნატორობის მთავარი ,,მიღწევა” ალბათ ზუგდიდის ბაზრის დარბევა იყო, როცა უგულავას უშუალო ბრძანებით ასობით ადამიანი დატოვეს ლუკმაპურის გარეშე. დღეს, მთავარი ,,ევროპელი” ზუგდიდის მაჟორიტარობისთვის იბრძვის. თუმცა ზუგდიდელებს კარგად ახსოვთ მისი ,,ნადირობა” ბოტანიკურ ბაღში, გაველურებულ ბოტანიკურ ბაღს უგულავა ძროხებისგან წმენდდა იარაღით ხელში.

მოგულავე, ბიუჯეტის ქურდი უგულავა დღეს ზუგდიდელებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, თუმცა მისთვისაც ცხადზე ცხადია რომ მას არანაირი შანსი არჩევნებში გამარჯვების არ აქვს” წერს ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში.

Related posts

სენაკის მერმა კოლხეთელებს გაზეთის 100 წლის იუბილე მიულოცა

რედაქტორი

სენაკის მერმა 100%-იანი გრანტის მფლობელ სენაკელ კურსდამთავრებულებს ერთჯერადი ფულადი ჯილდოები გადასცა

რედაქტორი

ფოთის მერი: ფოთში ბოლო ათწლეულების განმავლობაში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევა გვარდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი