STV
რეგიონი

ძალადობა ჟურნალისტებზე – რა მოხდა ანაკლიაში “ლელოს” შეხვედრაზე?

  • სამეგრელოში “ლელოს” ლიდერის დაცვამ მედიის წარმომადგენლებს კითხვის დასმის საშუალება არ მისცა და ანაკლიაში გამართულ შეხვედრაზე ჟურნალიტებს ხელით შეეხნენ. ამის შესახებ ჩვენთან საუბარში მედიაჰოლდინგ kvira.ge-ს და ტელეკომპანია POSTV-ს რეგიონული კორესპონდენტები ყვებიან.

ჟურნალისტი სოსო ხოფერია ამბობს, რომ მან კითხა დაუსვა მამუკა ხაზარაძეს, რომლიშ შემდეგაც მასთან მისივე დაცვის წევრები მივიდნენ და ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

“გუშინდელ დაპირისპირებაზე ვკითხე. აიპები სანამ გახდებოდნენ იყვნენ ეროვნული მოძრაობის წევრები იყვნენ და დღესაც ასე თვლიანთქო. კითხვა ბოლომდე არ მქონდა დასმული, როდესაც მომადგნენ დაცვის წევრები და ძალის გამოყენებით მიმათრევდნენ. კინაღამ ხელი მომტეხეს. იდენტურ სიტუაჩიაში აღმოჩნდა ჩემი კოლეგა kvira.ge-დან”-ამბობს სოსო ხოფერია.

სოფიო კაკაჩია დასძენს, რომ მათ ხელს დაცვასთან ერთად მამუკა ხაზარაძის პიარიც უშლიდა.

“დღეს დილით “ლელოს” ბრიფინგზე დაგვიბარეს მედია, სადაც რატომღაც არ მოგვეცა ჩვენი კითხვის დასმის საშუალება, რადგან როგორც ჩანს, ბატონი ხაზარაძე მიკროფონის ფერის შერჩევით პასუხობს კითხვებს. მას ანაკლიაში მივაკითხეთ, სადაც მოსახლეობას უნდა შეხვედროდა და ვეცადეთ ჩვენი კითხვები იქ მაინც დაგვესვა, რაზეც მისი პიარის ხელმძღვანელი ცალკე მიკითხავდა მორალს და მასწავლიდა ჟურნალისტიკის საფუძვლებს. თავად ხაზარაძემ კი საჯარო სივრცეში, სადაც ის ხვდებოდა ამომრჩევლებს აგვიკრძალა ახლოს მისვლაც კი, ამაზე კი იზრუნეს მისმა გუნდის წევრებმა და ჩემი კოლეგა პოსტივიდან გამოაძევეს იმ პერიმეტრიდან, დაუწყეს საქმის გარჩევა. ერთი რამ უნდა იცოდეს ყველამ, ჟურნალისტის ვალია ყოველთვის და იქნება, რომ დასვას კითხვა, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს, – რაზეც ბატონმა ხაზარაძემ მიპასუხა, რომ მას საზოგადოების აზრი არც აინტერესებს. -ამბობს STV NEWS-თან kvira.ge-ს კორესპონდენტი სამეგრელოს რეგიონში სოფიო კაკაჩია.

“ლელოში” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ზედმეტად მიაჩნიათ, რადგან თვლიან, რომ ხელით არავის შეხებიან.

“ეს იყო ისეთი შეხვედრა, სადაც ჟურნალისტები არ იყვნენ დაშვებული. რა მოხდა? არც არაფერი მომხდარა”-ამბობს “ლელოს” ზუგდიდის ოფისის პიარი ნატა ნადარაია.

Related posts

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რედაქტორი

გიორგი შენგელია: „წელს, ზუგდიდში 60 ვეტერანი და 300 დევნილი ოჯახი ახალ ბინებს მიიღებს”

ფოთის საკათედრო ტაძარში ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი გრიგოლი საკვირაო წირვას აღავლენს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი