- ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 10 სექტემბერს ზუგდიდის რაიონიდან კორონავირუსზე გამოსაკვლევად ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 253 ბიოლოგიური ნიმუში გადააგზავნეს.
გამოკვლეულთა შორის 82 ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონის სოფელ საბერიოდან არის, 140 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, ხუთი საკარანტინო სივრციდან არის, ერთი დიალიზზე მყოფი პირია.
ასევე, გამოიკვლიეს შსს-ს 11 თანამშრომელი, ეპიდემიურ კერაში მყოფი ორი პირი. კვლევის შედეგად, სოფელ საბერიოს კონტაქტებიდან 28 დადებითია, დანარჩენი კი უარყოფითია.