STV
რეგიონი

რუხში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა გაეცნო.

მისი თქმით, აკადემია ფეხბურთის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება.

„რუხში საქართველოს ფეხბრუთის ფედერაციის მხარდაჭერით ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ფეხბურთის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ბავშვისთვის ეს იქნება მოტივაცია, ჩაერთონ ფეხბურთში და ცხოვრების ჯანსაღი წესი აირჩიონ. რუხის საფეხბურთო აკადემია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და მისი განხორციელება პრიორიტეტულია”-აღნიშნა გიგა ფარულავამ.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, სფფ-ის ფეხბურთის აკადემიის მშენებლობას საფუძველი 2019 წლის მაისში ჩაეყარა. პროექტის მიხედვით ადგილზე ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყობა. ასევე დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა, აშენდება გასახდელები, ტრიბუნები და ფეხბურთელთა საცხოვრებელი კომპლექსი.

ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურით სარგებლობას სფფ-ის აკადემიის გუნდებთან ერთად სხვა საფეხბურთო სკოლები და სამოყვარულო ფეხბურთის გუნდებიც შეძლებენ. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში ფეხბურთის აკადემიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აშენებს და სამუშაოები ნოემბრის თვეში დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, სტიქიის შედეგების კომპენსაციისა და ლიკვიდაციისთვის, მთავრობის განკარგულებით 3 740 000 ლარი გამოეყო

რედაქტორი

ხობის მერია: მოვუწოდებთ საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველოს მეტი კომპეტენცია გამოიჩინონ

რედაქტორი

რას წერდა მაია კალანდია ერთი წლის წინ დემურ ფიფიაზე, რომელმაც დღეს ენმ დატოვა და მელიას შეუერთდა – დაპირისპირება ყოფილ თანაგუნდელებს შორის

რედაქტორი

დატოვე კომენტარი