STV
ახალი ამბები

ამირან გამყრელიძე საეკლესიო წინამძღვრებსა და მრევლს მიმართავს

  • დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საეკლესიო წინამძღვრებსა და მრევლს მოუწოდებს, ყველა ის რეკომენდაცია დაიცვან, რომელიც სახელმწიფოს აქვს გაცემული. ამის შესახებ გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, როგორც ყველგან, ეკლესიაშიც აუცილებელია წესების დაცვა, განსახკუთრებით კი დეკემბერსა და იანვარში, როცა სიტუაცია იქნება შედარებით მძიმე.

” ის ზოგადი რეკომენდაციები, რომ ეკლესიაში და მის გარეთ აუცილებლად ვიყოთ პირბადით, ეს არის აუცილებელი, ეკლესიაში შიგნით თუ გარეთ დავიცვათ დისტანცია – ეს არის აუცილებელი. განსაკუთრებით ახლა, დეკემბერი და იანვარიც იქნება შედარებით მძიმე, რადგან ერთმანეთს ედება ყველანაირი რესპირაციული ინფექცია – იქნება გრიპი, კოვიდი თუ სხვა და მეტი რისკია ამ ტიპის ინფექციების გავრცელების, ამიტომ დისტანცია, ხელების დამუშვება, პირბადე -ყველა ამ ინფექციისთვის ერთიდაიგივე პრევენციული ღონისძიებაა და ვთხოვ ჩვენს საეკლესიო წინამძღვრებს, ისევე როგორც მრევლს, რომ დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ვიძლევით. სასურველია, წირვის დროს მეტი ადამიანი იყოს გარეთ და ეს მოხდეს გახმოვანების საშუალებით, ვიდრე შიგნით,“- განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დღეს გახდა ცნობილი რომ მცხეთა-თბილისის ეპარქიის ნათლისღების სახელობის ტაძრის წინამძრვარი, დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ასევე, დაინფიიცრებულია არაერთი მეუფეც.

მსგავსი სიახლეები

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ზუგდიდში გააპროტესტეს

რედაქტორი

ოთარ ქადარია გახარიას პარტიის ზუგდიდელ წევრებს: დადექით მელიასთან, გვარამიასთან და მიშასთან…

რედაქტორი

პრემიერი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს შეხვდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი