- გალის რაიონის სოფელ საბერიოში ადგილობრივმა თვითმკვლელობით მას შემდეგ დაასრულა სიცოცხლე, რაც გაიგო რომ მას კოვიდ ინფექცია დაუდასტურდა. ამის შესახებ STV NEWS-ს ადგილობრივებმა უამბეს. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა.
65 წლის სლავიკ შამათავას ახლობლები, STV-თან საუბარში აღნიშნავენ, რომ შუახნის მამაკაცს კოვიდ ინფექცია დღეს დილით დაუდასტურდა. ის საკუთარ სახლში იზოლირებულად იმყოფებოდა.
“დილით გალში დაუდასტურდა კორონავირუსი და მიიღო გაფრთხილება, რომ სახლიდან არ გასულიყო და არც ოჯახის წევრებთან ეკონტაქტა. ცოლმა მას შუადღისას საკვები მიაწოდა. საღამოსკენ კი მასთან კონტაქტი გაწყდა და კარი შეამტვრიეს. აღმოჩნდა, რომ მან თავი მოიკლა”-აღნიშნავენ მეზობლები.
აქვე ცნობილი ხდება, რომ შუახნის მამაკაცი დიაბეტით იყო დაავადებული და შიშობდა, რომ კოვიდ ინფექციას ვერ გადაიტანდა.