STV
კონფლიქტი

ენგურის გადაცურვისას დაღუპული თამაზ ბასლანძის ცხედარი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაასვენეს

ენგურის გადაცურვისას დაღუპული თამაზ ბასლანძის ცხედარი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე უკვე გადაასვენეს. რაც შეეხება კიდევ 2 ადამიანს ცხედარს, მათ სავარაუდოდ ხვალ გადაასვენებენ.

როგორც ბასლანძის ნათესავებმა განაცხადეს, ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც აფხაზე მხარეს, ისე ქართულ მხარეს.მათი თქმით, რომ არა 5 დღიანი კარანტინი მოქალაქეები იძულებულბი არ იქნებოდნენ ე.წ. შემოვლითი გზით გადმოსულიყვნენ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

გუშინ, მდინარე ენგურზე ოთხი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. მათგან სამი გალის სოფელ წარჩეს, ერთი კი ჭუბურხინჯის მცხოვრებია. ნათესავების ინფორმაციით, დაღუპულები ზუგდიდში პროდუქტების საყიდლად ცდილობდნენ გადმოსვლას. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Related posts

რაულ ხაჯიმბა მდინარე ენგურთან ე.წ. საბაჟო პუნქტების გახნას გეგმავს

რედაქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რედაქტორი

“მტკივნეული და დამთრგუნველი გზა…”-ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან

dima

დატოვე კომენტარი