წალენჯიხაში, ზუგდიდის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი ჯერ ბეტონის ჯებირებს შემდგომ მაღალი ძაბვის ბოძს შეეჯახა და ხევში გადავარდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა და მას ამწუთებში სამედიცინო კვლევები უტარდება. ადგილზე მობილიზებულია შს წალენჯიხის პოლიციციის ქვედანაყოფილებისა და ენერგო პრო ჯორჯიას თანამშრომლები.
ამ წუთებში ქალაქისთვის ელექტრო ენერგიის მიწოდება აღდგენილია.
