ენგურის გადაცურვისას დაღუპული ორი მოქალაქის მაყვალა გამისონიას და ელგუჯა გვილიას ცხედრებს ამ წუთებში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ასვენებენ.ენგურის ხიდზე, საოკუპაციო საზღვართან ახლოს გარდაცვლილების ნათესავები და ახლობლები არიან შეკრებილები.
როგორც გარდაცვლილის ნათესავებმა განაცხადეს, ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც აფხაზე მხარეს, ისე ქართულ მხარეს.მათი თქმით, რომ არა 5 დღიანი კარანტინი მოქალაქეები იძულებულბი არ იქნებოდნენ ე.წ. შემოვლითი გზით გადმოსულიყვნენ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
გუშინ, მდინარე ენგურზე ოთხი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. მათგან სამი გალის სოფელ წარჩეს, ერთი კი ჭუბურხინჯის მცხოვრებია. ნათესავების ინფორმაციით, დაღუპულები ზუგდიდში პროდუქტების საყიდლად ცდილობდნენ გადმოსვლას. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.