ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში ე.წ. მეფრინველეობის დასახლებასთან მოქალაქე ბესიკ ჭურღულიას საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, მაშინ როცა ცეცხლი გაჩნდა ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ და აცხადებენ რომ სავარაუდო მიზეზი გაუმართავი ელექტროგაყვანილობაა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
