STV
რეგიონი

ვინ არის სამეგრელოს გუბერნატორის ახალი მოადგილე?

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ დავით კუხალეიშვილი დაინიშნა. დავთ კუხალეიშვილი პროფესიით იურისტია და სხვადასხვა დროს არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა.

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ დანიშვნამდე დავით კუხალეიშვილი ‘’საქართველოს ბანკში’’ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტში სამეგრელოს რეგიონალურ მენეჯერად მუშაობდა, მას ეს პოზიცია 2013 წლიდან ეკავა.

1996 – 1998 წლებში მუშაობდა ზუგდიდის სარაიონთაშორისო პროკურატურაში სტაჟიორ-გამომძიებლად.

1998 წლის აგვისტოდან 1998 წლის ნოემბრის თვემდე მუშაობდა ზუგდიდის რაიონის პროკურატურაში უფროს გამომძიებლად.

1998 – 2003 წლებში მუშაობდა ზუგდიდის რაიონული პროკურორის თანაშემწედ.

2003 – 2005 წლებში მუშაობდა ზუგდიდის რაიონული პროკურორის მოადგილედ.

2005 – 2006 წლებში იყო ქალაქ ფოთის პროკურორი.

2007 – 2012 წლებში მუშაობდა სს „საქართველოს ბანკის“ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტში მენეჯერად.

2012 – 2013 წლებში მუშაობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, გუბერნატორის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად.

Related posts

წალენჯიხის საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

რედაქტორი

ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

რედაქტორი

People in Need პროექტი ციხე-გოჯში დასრულდა

დატოვე კომენტარი