ხობის მუნიციპალიტეტში 40 წლის მამაკაცი, “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი ლ.დ დააკავეს, რომელსაც ბრალად ედება 12 წლის არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურება. აღსანიშნავია, რომ მეგობარს ბიჭის მამამ ფაქტზე შეუსწრო, ფიზიკურად გაუსწორდა და პოლიცია გამოიძახა.
ცნობისთვის, მოძალადე მამაკაცი “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტია. მეზობლების განცხადებით, ის თბილისსა და ზუგდიდში გამართულ აქციებზეც აქტიურად მონაწილეობდა და სწორედ იქ გაიცნო მოძალადემ არასრულწლოვანი მამასთან ერთად.
ფაქტის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით, სადაც განგვიცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.