STV
რეგიონი

ზუგდიდში რეგიონებში განსახორციელებელი პროეტების ფონდის დაფინანსებით ამ დროისთვის 16 პროექტი მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროეტების ფონდის დაფინანსებით ამ დროისთვის 16 პროექტი მიმდინარეობს. მათგან ერთი სოფელ კახათში, საგუგუჩიოს უბანში მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში ახალი გზა სამ კილომეტრამდე მონაკვეთზე იგება და ამჯერად გზის მეორე ფენის მშენებლობის სამუშაოები ხორციელდება. არსებულ მონაკვეთზე აქამდე გრუნტის გზა იყო და მოქალაქეებს გადაადგილების დროს პრობლემებს უქმნიდა.

გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი და მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია გაეცნენ. კახათში ახალი გზის სამშენებლო სამუშაოები ორ დღეში დასრულდება.

Related posts

ახალგაზრდობის სააგენტომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში თავისი სამწლიანი რეფორმის ერთ–ერთი მიმართულების – „მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა“ – განხორციელება დაიწყო

რედაქტორი

კომპანია „m²“-მა ადგილობრივ არქიტექტორებს ბრენდული სასტუმროს მშენებლობის პროექტი გააცნო

რედაქტორი

სამეგრელოს გუბერნატორის მოვალეობას მალხაზ თორია ასრულებს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი