STV
ყვითელი

24-30 ოქტომბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
შეინარჩუნეთ მაქსიმალური სიმშვიდე. მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას. არ გაართულოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. დაკვირვებით მოაწესრიგეთ ფინანსური და იურიდიული დოკუმენტები. უქმეები დაუთმეთ მოგზაურობას, მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ ინტერნეტით.

კურო
სამშაბათამდე გაქვთ დრო, რომ დაასრულოთ დაწყებული საქმეები. იყავით დაკვირვებული და მშვიდი. არ გირჩევთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას, განსაკუთრებით, თუ საქმე ფულს ეხება. მეტად მოუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას და დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. უქმეები დაუთმეთ პარტნიორული ურთიერთობის გაუმჯობესებას.

ტყუპი
ყურადღებით მოუსმინეთ გარშემო მყოფებს, რას ითხოვენ თქვენგან. იყავით დაკვირვებული სწავლისას, გადაადგილებისას. დრო ისე გადაანაწილეთ, რომ დასვენება და გამოძინება მოახერხოთ. ახალი საქმეები ოთხშაბათიდან დაიწყეთ. უქმეებზე ნათესავებზე ზრუნვა მოგიწევთ.

კირჩხიბი
ემოციური პერიოდია და ეცადეთ, მაქსიმალურად აკონტროლოთ საკუთარი თავი. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. ახალი საქმეები დიდი დაკვირვებით დაიწყეთ. მოგეცემათ დასვენების, გართობის შესაძლებლობა. იყავით მომართული სასიყვარულო კავშირის გაუმჯობესებაზე. მეტად იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, ჩაეწერეთ ფიტნესზე.

ლომი
კვირის დასაწყისი მშვიდად გაატარეთ, ახალი საქმეების დაწყებას შუა კვირიდან შეძლებთ. არ გირჩევთ ეჭვიანობას საყვარელი ადამიანის მიმართ; დაძაბულ ურთიერთობას კიდევ უფრო გაამძაფრებთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ მშობლების მიმართ. უქმეები ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ; დაინტერესდით მათი საქმეებით და ეცადეთ, დაეხმაროთ.

ქალწული
არ გაართულოთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან დაკვირვებულად იმოქმედეთ და მშვიდად აუხსენით თქვენი მოთხოვნები. კარგი იქნება, თუ გამონახავთ დროს დასვენებისთვის, ერთი საათით მაინც გაიხანგრძლივებთ ძილის რეჟიმს. მოგინდებათ ახლის შესწავლა, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ჩაწერა, რაც წინსვლაში დაგეხმარებათ.

სასწორი
კვირის დასაწყისში მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებში გამოჩენას, ალკოჰოლის მიღებას. შუა კვირაში გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. იზრუნეთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეც. კვირის ბოლო შეხვედრებით გექნებათ დატვირთული. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. აგრეთვე საუკეთესო კვირაა სწავლისა და მგზავრობისთვის.

მორიელი
გილოცავთ, მზე თქვენს ნიშანშია და ახალმთვარეობაც თქვენს ნიშანში იქნება. საუკეთესო დროა საკუთარ სურვილებში, ცხოვრებაში გასარკვევად. უნდა მოიცილოთ ყველაფერი ის, რაც გაფერხებთ, ხელს გიშლით წინსვლასა და განვითარებაში. აკონტროლეთ ემოციები. მოგინდებათ საკუთარი ნიჭის მეტად გამოვლენა, იმიჯის, სტილის შეცვლა, გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან.

მშვილდოსანი
დაასრულეთ პროექტები, საქმეები და მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, ძალების აღდგენას. კარგი იქნება, თუ გამონახავთ დროს შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, მშვიდ ადგილას დასასვენებლად. შეიძლება გამოგიჩნდეთ შემოსავლის ფარული წყარო. ახალი ნაცნობობა იქნება დასამახსოვრებელი, მაგრამ ხანმოკლე.

თხის რქა
სამშაბათამდე დაასრულეთ ყველა დაწყებული პროექტი. შუა კვირიდან გახშირდება მეგობრული შეხვედრები და თანამოაზრეებთან ერთად მოგინდებათ ახალ პროექტებზე მუშაობა. ოღონდ, ადამიანები, ვინც თქვენ გვერდით იქნება, საიმედო და პროფესიონალები უნდა იყვნენ. არ გირჩევთ არც ვალის აღებას და არც გაცემას. მარტოხელები ახალ სიყვარულს შეიძლება მეგობრების წრეში შეხვდეთ.

მერწყული
ოთხშაბათიდან გააქტიურდით, რომ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, მიიღოთ სასურველი თანამდებობა. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან, ნუ მისცემთ ეჭვიანობის საბაბს. მოუფრთხილდით საბუთებს, განსაკუთრებით, თუ მოგზაურობას აპირებთ. უქმეებზე გავლენიან ადამიანებს გაიცნობთ და ეცადეთ, მათი მხარდაჭერა მოიპოვოთ.

თევზები
ახალმთვარეობის პერიოდია და ეცადეთ, აკონტროლოთ საკუთარი ემოციები. იყავით მომართული სასიამოვო საქმიანობაზე. ოთხშაბათიდან საუკეთესო პერიოდი გეწყებათ საკუთარი შესაძლებლობების მეტად მეტად გამოსავლენად. სამსახურში ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას კოლეგებთან. საქმეები თანაბრად გადაანაწილეთ. უქმეებზე დაკავდით ლიტერატურული საქმიანობით.

Related posts

ესპანურმა გამოცემამ „ევროვიზია-2019“-ის ლიდერების რეიტინგი გამოაქვეყნა [ვიდეო]

რედაქტორი

სექს რობოტი მამაკაცი, გამოშვებიდან რამდენიმე თვეში 29 წლის ქართველმა ქალმა შეიძინა

რედაქტორი

პრეზიდენტობის კანდიდატი ქალიშვილობის მოწმობების დარიგებას დამამთავრებელ კლასებში გეგმავს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი