STV
ახალი ამბები

ნინო კვარაცხელია: ხარჩილავას და ხაზარაძის ვარდისფერი სათვალე მოიხსენით და რეალობა დაინახეთ!

სამოქალაქო აქტივისტი ნინო კვარაცხელია პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრის ლანა გალდავას პოსტს ეხმაურება, რომელიც წალენჯიხასთან დაკავშირებით გუშინ გამოქვეყნდა. „ლელოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ტანდემი  ძალიან შორს არის რეალობისგან, ხარჩილავას და ხაზარაძის ვარდისფერი სათვალე მოიხსენით და რეალობა დაინახეთ! რეალობა კი ის არის, რომ რასაც თქვენ ინოვაციად და მსოფლიოს ,,მერვე საოცრებად” მიიჩნევთ რეალურად დანარჩენ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში წლებია ხორციელდება და ამის შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ყველას გვაქვს“ – წერს ნინო კვარაცხელია. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

გუშინ  ამ პოსტს გადავაწყდი, მისი ავტორი პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, ჩემი მეგობარი ლანა გალდავა. მოდი ვნახოთ რა ხდება რეალურად, ხაზარაძე- ხარჩილავას ვარდისფერი სათვალის მიღმა:

  1. (ლანა გალდავა) წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დღეს დაიწყო სკვერში იტალიიდან ჩამოტანილი იშვიათი ჯიშის ხეების დარგვის პირველი ეტაპი, რაც მოიცავს 105 ხეს.

•             აღნიშნული სახის  ღონისძიებები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ტარდება, მათ შორის პრემიერის მიერ ინიცირებულ პროექტ განახლებული რეგიონის ფარგლებში  ქალაქების ცენტრების გამწვანება, პარკების და რეკრეაციული ზონების განახლება ხდება. იმავდროულად ტარდება მუნიციპალური სამსახურების მიერ გამწვანების სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მათ შორის ახალი ნარგავების შემოტანა და ძველების ჩანაცვლება. რაც წალენჯიხაში ხედება კარგია მაგრამ გასაოცარი და ,,ინოვაციური” არაფერია.

2.(ლანა გალდავა) ახალმა დაარსებულმა აიტი სკოლამ უკვე გამოუშვა პირველი ჯგუფი – 35 კურსდამთავრებული, ხოლო სწავლას აგრძელებს 75 ახალგაზრდა.

•             ესეც გაუკეთა ხაზარაძემ და არის 100 კვ. მეტრ ფართში 10 კომპიუტერი.

–   ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დიდი ხანია ფუნქციონირებს ინოვაციების და ტექნოლოგიების ცენტრი (ტექნოპარკი), სადაც ყოველწლიურად ხდება რეგიონის მასშტაბით ახალგაზრდების გადამზადება. ტექნოპარკი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და ტექნოლოგიებით.  სენაკის მუნიციპალიტეტში ასევე მიმდინარეობს ინოვაციების ცენტრის მშენებლობა, რომელიც დასრულების ეტაპზეა. ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შენდება ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისა და მუზეუმის მშნებლობა, ღირებულებით 18 მილიონი ლარი.

3. (ლანა გალდავა)საქმიანობას აგრძელებს ოთარ ეგაძის თეატრი და მანანა დოიჯაშვილის მუსიკალური სკოლა.

•             ამ დროს ესეც ჩვეულებრივი მოვლენაა, კარგია, მაგრამ არა საოცრება. ამ დროს კი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ფონდი ,,ქართუს” მიერ თეატრის მშენებლობა მიმდინარეობს , რომლის ღირებულება შეადგენს 22 000 000 ლარს და ამის შესახებ ინფორმაცია საჯაროა.

ასევე განხორციელდა სენაკის მუნიციპალიტეტში ისტორიული თეატრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. 

 მიმდინარეობს ჩხოროწყუს კულტურის სახლის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება შეადგენს 4.7 მილიონი ლარია.

  4.(ლანა გალდავა) თბილისის სამხატვრო აკადემიის ლექტორები ასწავლიან მხატვრობას ადგილობრივ ახალგაზრდებს, აშენდება აუზი.

•             ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გასულ წელს დაიწყო  სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა, რომლის ღირებულება აღემატება 14 მლნ. ლარს. ფოთში კი წელს დასრულდა  და ფუნქციონირებს საცურაო აუზი, რომლის ღირებულება 14 მილიონი ლარია.

5.(ლანა გალდავა) ახალ მზა სტადიონზე გაიზრდებიან ფეხბურთის ახალი ფორვარდები, ხვიჩას მსგავსი ,,იუვენტუსის” მოწვეული მწვრთნელები იზრუნებენ ამ მიმართულებით.

(ღმერთმა ქნას რომ ხვიჩასნაირი ფეხბურთები კიდევ გაგვიზარდოს წალენჯიხამ და სხვა მუნიციპალიტეტემა, მაგრამ სამწუხაროდ იუვენტუსის ამბავი აშკარა ტყუილია, არავინ ყავდათ ჩამოყვანილი ვინც ფეხბურთის სპეციალისტი იყო და  ელემენტრულად ამ ინფორმაციას მედიასთან დაადასტურებდა).

• ფოთში ფუნქციონირებს უეფას მესამე კატეგორიის სტადიონი, მიმდინარე წელს იწყება ხობის მუნიციპალიტეტში სტადიონის სრული რეაბილიტაცია, იცვლება სათამაშო მოედანი და ტრიბუნა, რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში, ზუგდიდში, მარტვილსა და ფოთში ფუნქციონირებს მოზარდებისთვის საფეხბურთო აკადემია, სადაც აღსაზრდელებისთვის შექმნილია უახლესი სტანდარტებით აღჭურვილი სათამაშო სივრცეები შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

•             რეგიონის მასშტაბით განხორციელდა არაერთი მინი საფეხბურთო მოედნების მშნებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები.

•             ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს რაგბის სტადიონის და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ფოთში ფონდმა ქართუმ,  ასევე ააშენა ფოთის სარაგბო ბაზა.

  6. (ლანა გალდავა) გაზაფხულზე გამოცხადდება კონკურსი ,,საუკეთესო ეზო”

•             საჯარო ინფორმაციაა, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად იმარჯვებს ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტის ნომინაციაში ზუგდიდი, ამასთან ზუგდიდმა წელს ასევე მოიგო სუფთა სოფლისა და ეზოს ნომინაცია, მესტია კი ყველაზე სუფთა დაბა გახდა. ხოლო რაც შეეხება ეზოების კეთილმოწყობის ნაწილს, რეგიონის ყველა ქალაქში მილიონობით ლარი იხარჯება ეზოების კეთილმოწყობის მიზნით.

•             საჯაროდ ცნობილი ფაქტია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიღებული აქვს  4 713 960 ლარი, თანხის ათვისების მხრივ კი წალენჯიხა ქვეყნის მასშტაბით ბოლო ადგილზეა. წლის ბოლოა, წალენჯიხა კი ვერ ითვისებს მთვარობისგან ხალხის მიერ წამოწეული პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილ თანხას და ფულს უკან დააბრუნებს. ეს კატასტროფაა წალენჯიხისთვის!

•             სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტს გამოეყო 1 010 000 ლარი (საქართველოს მთავრობის 29 აგვისტოს N1545 განკარგულებით), დღეის მდგომარეობით დატენდერებულია მხოლოდ 573 270 ლარის ღირებულების სამუშაოები. ადგილობრივმა ოპოზიციურმა ხელისუფლებამ ისიც კი ვერ შეძლო სტიქიის სალიკვიდაციოდ მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხები აეთვისებინა და მოსახლეობისთვის ინტერესებისთვის მოეხმარათ.

„ლელოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ტანდემი  ძალიან შორს არის რეალობისგან, ხარჩილავას და ხაზარაძის ვარდისფერი სათვალე მოიხსენით და რეალობა დაინახეთ! რეალობა კი ის არის, რომ რასაც თქვენ ინოვაციად და მსოფლიოს ,,მერვე საოცრებად” მიიჩნევთ რეალურად დანარჩენ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში წლებია ხორციელდება და ამის შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ყველას გვაქვს. 105 ნერგის დარგვას გამწვანებულ და ბუნებაში ჩაფლულ წალენჯიხაში მსოფლიო დონის მოვლენად რომ რაცხავთ სასაცილოა! აი სატირალი კი ისაა, რომ წალენჯიხა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ათვისებას ვერ ახერხებს და წლის ბოლოს უკან მიბრუნება უწევს! ამ დროს წარმოიდგინეთ, რომ ამ თანხით წალენჯიხელებს ძალინ ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემა უნდა მოგვარებიდათ.

მორჩით წალენჯიხელების შეცდომაში შეყვანას და მათთვის თვალეში ნაცრის შეყრას!

პარდონ ლანა, პარდონ!!! <3“ – წერს ნინო კვარაცხელია ფეისბიუქზე.

მსგავსი სიახლეები

ფოთელ გულშემატკივარს  ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება დიდ ეკრანზე შეეძლება

რედაქტორი

გუბერნატორი სენაკის აიპებში თანამშრომლებს შეხვდა

რედაქტორი

ზუგდიდის მერიის ორგანიზებით ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება დიდ ეკრანზე იქნება შესაძლებელი 

რედაქტორი

დატოვე კომენტარი