STV
ახალი ამბები სპორტი

მამუკა ყურშვილი კარატეს ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად მამუკა ყურაშვილი აირჩიეს.

ყოფილმა პრეზიდენტმა კახა ბასილიამ, რომელიც ფედერაციას რვა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, რის გამოც რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გახდა საჭირო.

ყრილობას, რომელიც ბათუმში ჩატარდა, 70-მდე დელეგატი ესწრებოდა. მათი გადაწყვეტილებით მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოს კარატეს ეროვნულ ფედერაციას მამუკა ყურაშვილი უხელმძღვანელებს.

პარალელურად მამუკა ყურაშვილი ზუგდიდის საკრებულოს მაჟორიტარი წევრია.

მსგავსი სიახლეები

წელს ზუგდიდში 9 სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალი სახლი აუშენდება – აქამდე ჯამში 160 სახლია აშენებული

რედაქტორი

მინისტრი: სახელმწიფო სექტორში 3 ათასზე მეტ სტუდენტს 4-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ვთავაზობთ

რედაქტორი

რა კომენტარები კეთდება ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ნაკრების გამარჯვებაზე

რედაქტორი

დატოვე კომენტარი