STV
ახალი ამბები პოლიტიკა რეგიონი

ჩხოროწყუს საკრებულო ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მოქალაქეს ირონიითა და პოლიტიკური მიკერძოებით პასუხობს

ჩხოროწყუს საკრებულო ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მოქალაქის მიერ დასმულ კითხვას ირონიითა და პოლიტიკური მიკერძოებით პასუხობს. ადგილობრივი თვითმმართველობის ოფციალურ უწყების, აპარატის თანამშრომლები ვალედებული არიან პოლიტიკური სიმპატიები თავიანთი საქმიანობის განხორციელების დროს, მით უფრო სახელმწიფო უწყების ოფიციალურ გვერდზე არ გამოავლინონ. ამის შესახებ მინიშნებას თავად ფეისბუქ მომხმარებელი ბექა გოგუა აკეთებს.

ბექა გოგუამ კომენტარი საკრებულოს ფესიბუქზე სამი დღის წინ დადებულ პოსტზე გააკეთა, სადაც აღწერილი იყო რომ საკრებულოს თავმჯდომარე ქვედა ჩხოროწყუში საგზაო ინფრასტრუქურის პრობლემებს გაეცნო.

„მუნიციპალიტეტის მერიის დაპირება გარკვეულ მონაკვეთზე ბეტონის გზის დაგების შესახებ ჯერჯერობით დაპირებად რჩება“ – ეწერა აღნიშნულ პოსტში, სწორედ ამ ნაწილთან დაკავშირებით დაწერა ბექა გოგუამ შემდეგი სახის კომენტარი: „სად არჩვეთ ამ ტექსტებს ან რის საფუძველზე წერთ საკრებულოს ოფიცალურ გვერდზე“, რასაც ოფიციალური უწყების გაბრაზება და მოქალაქეზე „შურისძიება“ მოჰყვა.

„მოგესალმებით! გიპასუხებთ, ამ უადგილო ცინიზმით აღსავსე დაუფიქრებელ კომენტარზე.

მუნიციპალიტეტის მერისადმი თქვენი ჭარბი სენტიმენტების გათვალისწინებით, საერთოდ არ გაგვკვირვებია, რაც დაწერეთ….

კადრები საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მიერაა გადაღებული. სწორედ, ამ ფოტოებზე დააკომენტარეთ თქვენ, თქვენი ,,ნამეტნავად ბრძნული” კომენტარი“ – აღნიშნულია საკრებულოს კომენტარის სახით დაწერილ პასუხში, რომელიც 300-მდე სიტყვისგან შედგება.

მოქალაქის ზემოთ დაწერილ კომენტარს ეხმაურებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და გახარიას პარტიის წევრი დავით შენგელია, ის საკრებულოს ოფიციალური გვერდის პათოსს განაგრძობს: „ბექა გამარჯობა. მითუმეტეს,როცა ჩახედული არ ხარ პრესსამსახურის მუშაობაში,მსგავსი ხასიათის კომენტარები, უადგილოსთან ერთად ძალიან უტაქტოა და თან უპატივცემულობის გამოხატულება“.

თავად ბექა გოგუა კი ყველაფრის პასუხად წერს:

„პრესასმსხური მსგავსი დიალოგით ახლა რაც თქვენ აქ დაწერეთ არ უნდა საუბრობდეს, ეტყობა ვერ გაგირკვევით ეს არის მუნციპალური ორგანო და არა რომელიმე პარტიული გვერდი სირცხვილია, რომელ სტანდარტებში ჯდება ეს ყოველივე ან სად არის პროფესიონალიზმი პატვიცემულო!“

შეგახსენებთ, რომ ჩხოროწყუს საკრებულოს უმრავლესობას ნაციონალური მოძრაობა და გახარიას პარტია წარმოადგენენ, სწორედ მათ გადაინაწილეს წარმოამდგენლობითი ორგანოს თანამდებობი. ამ ორი პარტიის შეთანხმებით საკრებულოს თავმჯდომარედ შოტა წურწუმია აირჩიეს.

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის მერია 22 აპრილიდან სოციალური სახლების მშენებლობაზე განცხადებების მიღებას იწყებს

რედაქტორი

სუს: სახელმწიფოსთვის ძირითად საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენდა

რედაქტორი

სუს: ხელისუფლების შესაცვლელად იგეგმებოდა კარავში ასაფეთქებელი მოწყობილობების აფეთქება, რასაც უნდა გამოეწვია მსხვერპლი

რედაქტორი

დატოვე კომენტარი