როგორ მოხდა დადიანების სასახლეთა და ეზოს ნაციონალიზაცია. გთავაზობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო მასალებში დაცულ ცნობებს, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“, 1920 წლის 26 მარტის, N68 ნომრის სტატიას, რომლის მიხედვითაც დადიანების სასახლის ნაციონალიზაციის შესახებ მიმართვა გააზავნა ზუგდიდის სამაზრო ერობამ.
„ზუგდიდის სამაზრო ერობამ, თანახმად სამაზრო ერობის ხმოსანთა ყრილობის დადგენილებისა, შუამდგომლობა აღძრა სამინისტროს წინაშე, რათა მთავრობამ ნება დართოს ერობას – იძულებით ჩამოართვას უძრავი ქონება, მდებარე ქალაქ ზუგდიდში (სახლი ეზოთი) მოქალაქეთ ნიკოლოზ მინგრელსკის და პრინცესა ანტონესა მიურატისას. აღნიშნული მამული (სახლი) ესაჭიროება ერობას კანცელარიისათვის, სკოლის და საავატმყოფოს მოსათავსებლათ და სხვა სამეურნეო დარგების მოსაგვარებლათ. ეზო – კი საცდელ მინდვრების მსოაწყობად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საერობო განყოფილებამ ამ შუამდგომლობის შესახებ სათანადო მოხსენება წარუდგინა მთავრობას ზუგდიდის ერობის ხმოსანთა საბჭოს დადგენილების დასადასტურებლათ.“ – წერია 1920 წლის საქართველოს რესპუბლიკის გამოცემაში.
