სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და შემეცნებით-ინტელექტუალურ კონკურს „ეტალონის“ გუნდს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ დამფუძნებელმა გოჩა ტყეშელაშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმი მიზნად ისახავს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში ნიჭიერი მოსწავლე-ახალგაზრდების გამოვლენას და განათლების წახალისებას.გოჩა ტყეშელაშვილმა დღესვე, სახელმწიფო რწმუნებულთან, მის მოადგილეებთან, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან და განათლების რესურსცენტრებთან შეხვედრა გამართა და ახალი საგანმანათლებლო პროექტები გააცნო. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი „ეტალონის“ ავტორმა საგანმანათლებლო პროექტის მხარდაჭერისთვის რეგიონის, მუნიციპალიტეტების და რესურსცენტრის ხელმძღვანელებს მადლობის სიგელები გადასცა.