STV
ახალი ამბები რეგიონი

გიორგი გუგუჩია: წუხელ 60 სოფელს აღუდგა ელ ენერგიის მიწოდება, დღის ბოლომდე დარჩენილ სოფლებსაც აღუდგებათ

სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. პირველადი მონაცემები უკვე ცნობილია. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას განცხადებით, ძლიერმა ქარმა 1100-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი, 38 საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა. ქარის შედეგად 37 სკოლას სხვადასხვა სახის პრობლემა შეექმნა, ასევე დაზიანდა 6 საბავშო ბაღი. სტიქიის შედეგად დაზიანებულია წყლისა და გაზის მილები, ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც 50 ადმინისტრაციულ ერთეულს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. შესაბამისი ბრიგადების მიერ ელექტრო ენერგიის აღდგენა წუხელვე მოხდა 60-ზე მეტი სოფლისთვის.

დარჩენილ სოფლებს კი   ენერგომომარაგება ეტაპობრივად დღესვე აღუდგება. მობილიზებულია მუნიციპალური სამსახურები და მიმდინარეობა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალურ მთავრობასთან კოორდინირებულად მუშაობს სტიქიის სწრაფ ლიკვიდაციაზე.

შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისიები და მიმდინარეობს ზარალის დათვლა. სტიქიასთან დაკავშირებით, ზუგდიდში სპეციალური კომისიის სხდომა შეიკრიბა, სადაც სტიქიის შედეგები და დაგეგმილი სალიკვიდაციო სამუშაოები განიხილეს.

Related posts

ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლეს ახალი დირექტორი ჰყავს

რედაქტორი

სენაკის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა

რედაქტორი

ფოთში, ყირგიზეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი