ახალი ამბები კულტურა

ფოთის შუქირის დამონტაჟებიდან 160 წელი გავიდა

იცით თუ არა, რომ ფოთის შუქურა და ეიფელის კოშკი ერთი და იგივე კომპანიის მიერ არის დამზადებული.

ფოთის შუქურა პირველად 1864 წელს აანთეს და მას მერე არასოდეს ჩამქრალა

130 ტონა თუჯისგან დამზადებული ეს ნაგებობა ლონდონიდან ჩამოიტანეს და მას შემდეგ, ერთგულად ემსახურება ქართულ ნაოსნობას.

თუჯის ფირფიტები სულ დანომრილი ჩამოუტანიათ და ქანჩებით და ჭანჭიკებით, შედუღების გარეშე აუწყვიათ. როგორც ამბობენ, შუქურას ადგილი თავად ინგლისელებს შეურჩევიათ – შავი ზღვის და მდინარე რიონის შესართავთან.

რკინის სპირალურ კიბეს, რომელიც შუქურის წვერომდე ადის, 160 საფეხური აქვს. მისი სიმაღლე 40 მეტრამდე აღწევს. ნათების სიშორე კი 16 საზღვაო მილია – ანუ დაახლოებით 30 კილომეტრი.

ფოთის შუქურა დღემდე ითვლება მთელს შავიზღვისპირეთში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სანაოსნო ნაგებობად. ტექნოლოგიური განვითარების მიუხედავად, ფოთის შუქურა დღემდე რჩება პორტში შემომსვლელი გემების ორიენტირად.

Related posts

გიორგი გუგუჩია: წუხელ 60 სოფელს აღუდგა ელ ენერგიის მიწოდება, დღის ბოლომდე დარჩენილ სოფლებსაც აღუდგებათ

რედაქტორი

ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს

რედაქტორი

მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი