STV
ახალი ამბები რეგიონი

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საგაბისონიოს და საპერტიოს უბნებში გზების რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

გზების რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, გია ჩაბალუხასთან ერთად გაეცნო.

სამუშაოების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია. საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტებს მერია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს.

Related posts

გუდაურში წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნა

რედაქტორი

წალენჯიხაში ჟორა მზარელუას სახელობის ჭადრაკის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

რედაქტორი

ფოთში 31 დეკემბერს გრანდიოზული საახალწლო კონცერტი და კულინარიული შოუ პროგრამა გაიმართება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი